„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ორი კვლევის, – „წინასაარჩევნო გარემო ჯავახეთსა და ქვემო ქართლში“ და „რელიგია, პოლიტიკა და არჩევნები საქართველოში“ – პირველადი შედეგების პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს ორ რეგიონში, წინასაარჩევნო გარემოს შესწავლისას, კვლევის ავტორების განცხადებით, გამოვლინდა რომ მოსახლეობა ნაკლებად არის ინფორმირებული, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე არ აქვთ ინფორმაცია, ელექტრონული მოწყობილობებით, ხმის მიცემის შესახებ, ასევე კვლევის ავტორთა თმით, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც, ადგილობრივებს, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე კვლევას, რომელიც რელიგიას პოლიტიკასა და არჩევნებს მოიცავს, კვლევის ავტორთა თმით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა რელიგიური დისკურსების მკვეთრი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის ტენდენცია სახელისუფლებო ძალების მხრიდან.