სოციალური ქსელების სკანდალი და კავშირი ორ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენასთან.
საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმზე. ორივე საქმეში ერთი და იგივე კომპანია Cambridge Analytica და Facebook ფიგურირებს. Facebook-ის მომხმარებელთა მონაცემების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ევროკავშირი გამოძიებას გეგმავს. აღნიშნული კომპანიის დირექტორი უკვე დაკითხეს. შემდეგი, შესაძლოა, ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი იყოს.
რა კავშირია ფეისბუქსა და მსოფლიო პოლიტიკას შორის, ნახეთ ჩვენ რეპორტაჟში.