ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის პროექტი გრძელდება.
განაცხადების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო იდეებს დაუფინანსებენ. მიზანი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და სოციალური საწარმოების განვითარებაა. 2022 წლიდან მოქმედი პროექტის ფარგლებში უკვე ათეულობით საწარმო დაფინანსდა. პროექტში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.