ქვეყანაში საკარანტინო არეალის გაფართოება ამ ეტაპზე არ იგეგმება. „კოვიდ 19“-ით ინფიცირების პირველი ფაქტიდან მეხუთე კვირას 81 დადასტურებული შემთხვევაა, რაც ინფექციის გავრცელების ზომიერ დინამიკაზე მიუთითებს. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახლებში დარჩენა და სოციალური დისტანცირების დაცვა, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა ეპიდაფეთქებას გადაარჩინოს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა და სპეციალისტების მოწოდებებმა ყოველდღიური ცხოვრების რიტმი მკვეთრად შეცვალა. ქუჩები ახლა თითქმის ცარიელია, საგრძნობლად შემცირდა სატრანსპორტო მოძრაობაც.
ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ, რამდენად პასუხისმგებლიანად მიუდგა საზოგადოება დაწესებულ აკრძალვებს.