სოციალური დისტანცია და საგანგებო ზომები

21:23, 27.03.2020

 ქვეყანაში საკარანტინო არეალის გაფართოება ამ ეტაპზე არ იგეგმება.კოვიდ 19“-ით ინფიცირების პირველი ფაქტიდან მეხუთე კვირას 81 დადასტურებული შემთხვევაა, რაც ინფექციის გავრცელების ზომიერ დინამიკაზე მიუთითებს. ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახლებში დარჩენა და სოციალური დისტანცირების დაცვა, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა ეპიდაფეთქებას გადაარჩინოს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა და სპეციალისტების მოწოდებებმა ყოველდღიური ცხოვრების რიტმი მკვეთრად შეცვალა. ქუჩები ახლა თითქმის ცარიელია, საგრძნობლად შემცირდა სატრანსპორტო მოძრაობაც.

ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ, რამდენად პასუხისმგებლიანად მიუდგა საზოგადოება დაწესებულ აკრძალვებს.

მსგავსი