სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
სოციალურ ქსელში გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, პოლიტიკურ სპექტრში ისევ განხილვის თემაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მასალის გამოქვეყნების ინიციატორები მალე გამოაშკარავდებიან. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ფარული მიყურადება სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.