ნიკოლ ფაშინიანი 31 ოქტომბერს სოჭში გაემგზავრება, სადაც სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ ინფორმაციას სომხეთის პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანზე დაყრდნობით სომხური მედია ავრცელებს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა ფაშინიანი მონაწილეობას სამმხრივ შეხვედრაში რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან, სიმონიანმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ შეხვედრა შედგება“. მანამდე პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შესაძლო აუდიენციის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.