სირიის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, სოჭი სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესს მასპინძლობს. რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინიციატივით ფორუმში მონაწილეობას კონფლიქტის ყველა მხარე იღებს, თუმცა მოლაპარაკებებში სირიის სამთავრობო დელეგაციის ყოფნა ოპოზიციური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს.
2011 წელს დაწყებულ სირიის ომს სხვდასხვა მონაცემებით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე მილიონი კი დევნილად ან ლტოლვილად იქცა.