საქართველო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდარში ადგილს იმკვიდრებს – გუდაური პირველად მასპინძლობს მსოფლიო თასის ეტაპს სნოუბორდ კროსის დისციპლინაში, სადაც პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ხვალ შემდეგი ეტაპი გაიმართება, 10-11 თებერვალს კი „სკი კროსის“ დისციპლინის მასპინძელი უკვე ბაკურიანი იქნება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირის პარალელურად, ფესტივალი და გასართობი ღონისძიებაც იმართება.