მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში – როგორ გადანაწილდა საპრიზო ადგილები

18:32, 11.02.2024

ბაკურიანში სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. დღევანდელი ტურნირის გამარჯვებული ქალებში – მერიელ ტომსონი გახდა, კაცებში კი პირველობა სიმონე დერომედისმა მოიპოვა. ტურნირი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართა და მასში 12 ქვეყნის 60-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი „ევროსპორტის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ფინალური რბოლები კი საქართველოს პირველმა არხმა შემოგთავაზათ.

მსგავსი