სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასი გუდაურში

გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. შეჯიბრში, რომელსაც გუდაურმა პირველად უმასპინძლა, 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირის მეორე დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. საქართველოში 2024 წლის ზამთრის სეზონის მსოფლიო თასის ეტაპები 10-11 თებერვალს, ბაკურიანში დასრულდება.

როგორ გადანაწილდა საპრიზო ადგილები? – ლევან ღუდუშაური გუდაურიდან პირდაპირ ეთერში.