სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სამოქალაქო აქტივისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დათვალა ბიულეტენების 100%. შედეგად, ჩაპუტოვას მხარი ამომრჩევლების 58,4%-მა დაუჭირა.
45 წლის ჩაპუტოვა მემარცხენე ლიბერალია. ის თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული სლოვაკი ჟურნალისტის, იან კუციაკის მკვლელობის შემდეგ აგორებულ საპროტესტო აქციებში, რასაც სლოვაკეთის მთავრობის მაღალჩინოსანი წევრების გადადგომა მოჰყვა.
დამარცხებულმა შეფჩოვიჩმა გამარჯვებულს უკვე მიულოცა და წარმატება უსურვა.
სლოვაკეთის პრეზიდენტი მოქალაქეებმა არჩევნების ორი ტურის შედეგად აირჩიეს.