ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. საუბარი შეეხო სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. აქცენტი გაკეთდა პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ პროცესს და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე.