სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერმა „ბიბისის“ განუცხადა. „საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ვფიქრობ, ის გადარჩება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერს, მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გუშინ ესროლეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
„ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავრწმუნდე, რომ არა მხოლოდ პრემიერის, არამედ მთელი დემოკრატიული წყობის მკვლელობის მცდელობა რაც შეიძლება სწრაფად იქნება გამოძიებული“, – ამის შესახებ სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს. „პირველად ჩვენი დემოკრატიული სუვერენული რესპუბლიკის 31 წლის განმავლობაში, ვიღაცამ გადაწყვიტა, გამოხატოს პოლიტიკური მოსაზრება არა არჩევნებში, არამედ იარაღით ქუჩაში“. – წერს შინაგან საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.