უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას სლოვაკეთი არასდროს დათანხმდება, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. მისი თქმით, ასეთ ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომის საფუძველს შექმნის. რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ფიცოს თქმით, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არის გზა, რომელიც მარტივად და რამდენიმე წელიწადში არ იქნება გათვლილი.