რუსულმა სარაგბო კლუბმა „სლავამ“ ორ ქართველ მორაგბეს კონტრაქტი შეუწყვიტა. ამის მიზეზი მოთამაშეების მიერ ლელოს გატანის შემდგომი ჟესტი გახდა. რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ მხარდაჭერა ცალ თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ პოლიტიკურ და ანტირუსულ ქმედებად მიიჩნია. ქართველი მორაგბეებისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ამ ეტაპზე საქართველოს რაგბის კავშირი ვერ ადასტურებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენებს დღეს რუსული კლუბის პრეზიდენტი უნდა შეხვდეს.