მოწამლული სკრიპალების საქმიდან დღეს ახალი გარემოებები გახდა ცნობილი.
ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გაიმართა. ლონდონი მოსკოვს ქიმიური იარაღის საიდუმლო პროგრამის წარმოებაში სდებს ბრალს. რუსეთის ხელისუფლება კი ისევ ამტკიცებს, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა დიდი ბრიტანეთის მიერ იყო ინსცენირებული. დღევანდელი დახურული სხდომიდან დეტალებს „მოამბის“ ჟურნალისტი არკვევდა.
ლევან ახალაიას და ზაზა კაპანაძის რეპორტაჟი ჰააგიდან.