ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პირველი არხს ესტუმრნენ. მათ ის სტუდიები დაათვალიერეს, სადაც გადაცემები და საინფორმაციო გამოშვებები გადის. მოსწავლეები ჟურნალისტების სამუშაო პროცესსაც გაეცნენ. მოზარდებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მედიის მიმართ და ზოგიერთმა მათგანმა თქვა, რომ ამ სფეროს შესწავლას აპირებს.