ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული 2 სკოლა გაიხსნა.
30-ე და 36-ე საჯარო სკოლები ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში გარემონტდა. რეაბილიტირებული საჯარო სკოლები აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეტ რუდმა, განათლების მინისტრის მოადგილემ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი.