სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს მასშტაბით, პირველ კლასში 56 518 მოსწავლეა დარეგისტრირებული. სასწავლო დაწესებულებები ახალ სეზონს რამდენიმე სიახლით ხვდებიან. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან, ამასთან, ცვლილებაა შეფასების სისტემაშიც.
2018-19 სასწავლო წელს მცირდება გაკვეთილების ხანგრძლივობაც. რამდენიმე სკოლაში კი საპილოტე რეჟიმში ახალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც დირექტორის როლის გაზრდას, გადამზადებულ პედაგოგებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ასეთ სკოლაში სწავლის დაწყება მოსწავლეებს განათლების მინისტრმა პირადად მიულოცა.