ქუთაისში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირების პროცესი გრძელდება. საჯარო და კერძო სკოლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
ბექა ფერაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად არის დაცული.