სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება

ქვეყანაში „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს დანერგვა გრძელდება.

განათლების ცენტრის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ესაუბრა. სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში.

2019 წლის ბოლომდე სახელმძღვანელო  მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.