მოზარდებში ძალადობის გახშირებულმა ფაქტებმა საზოგადოებაში დისკუსია რამდენიმე მიმართულებით გაააქტიურა. მათ შორის წამოიჭრა განათლების სისტემაში არსებული პრობლემების საკითხი. თემას პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. გახარიას განცხადებით, საქართველოში თითქმის სრულად მოიშალა სკოლა-პანსიონების სისტემა, რომლებშიც ბავშვების აღზრდას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მსგავსი სკოლა პანსიონი საქართველოში მხოლოდ ერთია. ის სამტრედიაში მდებარეობს.
ირმა ჭოლაძის სიუჟეტი.