ეკრანზე გადატანილი პრობლემა: ოჯახური ძალადობის და ჩაგვრის თემაზე გადაღებულ ახალ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს უკვე მოჰყვა რეზონანსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ლაშა მეუნარგიას ნამუშევარში სახელწოდებით „სხვა გზა“ ნაჩვენებია, რა დაბრკოლებების და სირთულეების გადალახვა უწევს ქალს.
სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში რეჟისორმა ის რეალობა აღწერა, რომელიც ყოველდღიურად, შესაძლოა ნებისმიერ ოჯახში ხდებოდეს. კინოსურათი სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა და ქართველი მაყურებელი მას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ნახავს.