ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. კომისიის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა სხდომაზე საბოლოო მონაცემები წარადგინა. ცესკო-ს მონაცემებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ 11.03% მიიღო და პარლამენტში 19 მანდატი მოიპოვა; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 10.17%, მანდატების რაოდენობა – 16; „ძლიერი საქართველო“ – 8.81%, მანდატების რაოდენობა – 14; „გახარია საქართველოსთვის“ – 7.78%, მანდატების რაოდენობა – 12; „ქართული ოცნება“ – 53.93%, მანდატების რაოდენობა – 89.შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ, მანდატმოპოვებულ პარტიებსა და მათ წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მიულოცა და წარმატება უსურვა.
სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა, ადგილი ჰქონდა ინციდენტსაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის დაუდგენელი სითხე შეასხა.