ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. ამით საარჩევნო პერიოდი ქვეყანაში ოფიციალურად დასრულებულია. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს დღეიდან უფლებამოსილება შეუწყდათ. შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ, მანდატმოპოვებულ პარტიებსა და მათ წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მიულოცა და წარმატება უსურვა. სხდომის პირველი ნაწილი ხმაურის ფონზე წარიმართა, ადგილი ჰქონდა ინციდენტს – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის დაუდგენელი სითხე შეასხა.
სხდომის დეტალებზე პირდაპირ ეთერში ნათია ქენქაძე ისაუბრებს.