„სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროში“ - ინკლუზიური თეატრალური დასის სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის თეატრში
ინკლუზიური თეატრალური დასის – “გლობუსის“ სპექტაკლის, „სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროში“ პრემიერა რუსთაველის თეატრში გაიმართა. დადგმის მთავარ გმირს – ალისას სხვადასხვა განცდასთან – შიშთან, ემოციასთან, ტკივილთან და იმედთან უწევს შეხება.
„ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრალური დასი – გლობუსი“ 2015 წელს დაარსდა. მასში 20 ადამიანია გაერთიანებული, რომელთა შორის 15-მდე მსახიობი სპეციალური საჭიროების მქონე პირია, მათი ასაკი 14 დან 30 წლამდეა.