სიტყვიერი დაპირისპირება გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის

პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიორგი ვაშაძე ე.წ. ზებრა გადასასვლელით სარგებლობდა, რა დროსაც მას პოლიციამ განუმარტა, რომ აფერხებდა მოძრაობას.

მოგვიანებით, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მოძრაობას არ აფერხებდა და პოლიციელებს მიმართა, განემარტათ, რატომ აკავებდნენ.

ვაშაძემ სამართალდამცველებს კანონდამრღვევები უწოდა.

„რას ვარღვევდი, შენ მეჭიდავებოდი, მე გადავდიოდი გზაზე, რა უფლებით მაკავებდი-მეთქი, ამიხსენი აბა ერთი კანონი. რა უფლებით მაკავებდი, თქვენ ზედმეტებში არ გადახვიდეთ, არაფერი შეგეშალოთ. რა დავარღვიე, განმიმარტე, გეკითხებით, რას ვარღვევდი-მეთქი რომ მაკავებდი?“ ,- მიმართა გიორგი ვაშაძემ სამართალდამცველებს.