საზოგადოებრივ მაუწყებელზე მომზადებული სადავო კვლევის ავტორებს და დამფინანსებლებს, განმარტებების გაკეთება უწევთ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები პირველი არხის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას ხედავენ მედიის განვითარების ფონდის კვლევაში, რომლის მიზანი იყო, დაედგინათ, რა ინფორმაციას იღებენ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. რატომ აღმოჩნდა დაკვირვების ობიექტებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ რუსულ პროპაგანდისტულ მედია-საშუალებასთან ერთად და რატომ ხედავენ ავტორები ანტიდასავლურ გზავნილებს პირველი არხის ერთ-ერთ გადაცემაში გასულ ზოგიერთ სიუჟეტში, მაშინ როცა კონკრეტული ციტატები არა სიუჟეტის ავტორებს, არამედ საერთაშორისო მკვლევარებს ეკუთვნით, ნაწილი კი უბრალოდ კონკრეტული ფაქტის კონსტანტაციაა.
კვლევის დამფინანსებელი ორგანიზაცია გარკვეულ შეცდომებს არ გამორიცხავს. გასხვავებული პოზიცია აქვს თავად ავტორს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელია.