ომში მყოფი უკრაინის დასახმარებლად საქართველოდან ჰუმანიტარული ტვირთის გარდა, იგზავნება სისხლიც. ჯანდაცვის სამინისტროები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას დონორების მიერ გაღებულ სისხლს აწვდიან. ამოქმედებულია სპეციალური ვებ-გვერდი და ცხელი ხაზიც, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დარეგისტრირება შეუძლია. სისხლის პირველი პარტია ძირითადად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში შეგროვდა, რადგან ქვეყანას სისხლის ბანკებში მცირე მარაგები ჰქონდათ. ეს პრობლემა კოვიდ-პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა. თუმცა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სისხლის ჩაბარების მსურველთა ნაკადები მკვეთრად არის გაზრდილი.