ჰუმანიტარული ტვირთის საკითხი

ჰუმანიტარული მარაგი ღაზის სექტორში კრიტიკულ ზღვარზეა. გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ღაზის სექტორში შესვლის უფლება მხოლოდ 20 სატვირთო მანქანას მისცეს. მისივე ცნობით, საკვების, წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის ნაკლებობის გამო, ადგილზე კატასტროფული მდგომარეობაა, ამიტომ დახმარების მიწოდება არ უნდა შეწყდეს.