ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინელებისთვის

უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გაიგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს პარლამენტი უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას მომავალშიც გააგრძელებს.