14 ივნისი სისხლის დონაციის საერთაშორისო დღეა.
თარიღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება. დონაციის მსურველებს სისხლის ბანკებში დილიდან გამოკვლევებს უფასოდ უტარებენ, რის შემდეგაც ყველა მათგანს სისხლის ჩაბარება შეუძლია. წინა წლებთან შედარებით, მოქალაქეთა მხრიდან მიმართვების რიცხვი და უანგარო დონაციის მაჩვენებელი წელს მცირედით გაიზარდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში სისხლის ბანკებში სისხლის დეფიციტია, რადგან უსაფრთხო სისხლის მარაგების შევსება და უსაფრთხო სისხლზე ხელმისაწვდომობა საქართველოშიც სერიოზული გამოწვევაა. კოვიდ-პანდემიის გარდა სპეციალისტები მიზეზად ნაკლებ ინფორმირებულობას ასახელებენ. იმაში დასარწმუნებლად, რომ სისხლის გაღება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, ქვეყანაში სპეციალური კამპანიის ჩატარებაც იგეგმება.