სირიის კრიზისი

სირიაზე სარაკეტო დარტყმების შემდეგ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად იძაბება.

აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი რუსეთისა და სირიის ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებს უყენებს. პარალელურად ვაშინგტონი მოსკოვს ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო ახალი სანქციებით ემუქრება. შეზღუდვებზე ფიქრი დაიწყო ბრიუსელმაც.

ევროკავშირში რუსეთთან ურთიერთობების მთავარი პრინციპების გადახედვაზე ალაპარაკდნენ.

მოსკოვში ამბობენ, რომ დასავლეთთან ურთიერთობები „ცივი ომის“ პერიოდის მსგავსია.