სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებს თბილისში მიესალმებიან და გადაწყვეტილებას საჭირო ნაბიჯად მიიჩნევენ

შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალების მიერ სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმებს თბილისში მიესალმებიან და სტრატეგიული პარტნიორების გადაწყვეტილებას საჭირო ნაბიჯად მიიჩნევენ.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველო დასავლური ვექტორის ერთგული რჩება, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ რეგიონში ამ საერთაშორისო მოვლენებს ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება, მინისტრის განცხადებით, ამაზე მთავრობა მუშაობს.

პრეზიდენტის ადმინისტაციაში კი ამბობენ, რომ რუსეთის ჩართულობით მიმდინარე  გლობალურ დაპირისპირებას ყურადღებით აკვირდებიან, გიორგი მარგველაშვილის დავალებით კი უშიშროების საბჭოში თემაზე კონსულტაციები იგეგმება, რის შემდეგაც საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის თქმით, პრეზიდენტი კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს.