სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს
სირიაში, გაერო-სა და სირიის მთავრობას შორის მიღწეული დროებითი შეთანხმების ფარგლებში, ალყაში მოქცეული ტერიტორიებიდან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს.
400-მდე მათგანი ქალაქ დერააში ჩავიდა. დერაა სწორედ ის ქალაქია, სადაც 7 წლის წინ სირიის სამოქალაქო ომი დაიწყო. სირიის მასშტაბით, მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებული “ისლამური სახელმწიფო” დამარცხდა, გარკვეული ზონებიდან მოსახლეობა იმ ქალაქებში გადაჰყავთ, სადაც მათთვის ხელსაყრელი პირობებია. აღნიშნული პროცესი გაერო-ს ეგიდით მიმდინარეობს.
დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ბოლო სამი დღის განმავლობაში სირიის ცენტრალურ ნაწილში შეფერხდა.