სირიაში რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიაში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის კატასტროფამ რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა. რუსეთმა ისრაელი პროვოკაციულ მოქმედებაში დაადანაშაულა და ისრაელის ავიაციის მოქმედებას უპასუხისმგებლო უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩია დაბარებული. მწვავე ბრალდებების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარიც გაიმართა.

გაერო მხარეებს სირიაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.