საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული სირიის რეჟიმი საქართველოს გამო მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება.
ამერიკის და ევროპის წამყვანი ქვეყნების ელჩები ბაშარ ასადს მოუწოდებენ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება უკან წაიღოს. თბილისი ოფიციალურ დამასკოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. საქართველოში ამერიკის ელჩი კი სირიის ხელისუფლებას აშშ-ის იმ კანონს ახსენებს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარების შემთხვევაში კონკრეტულ სანქციებს გულისხმობს. საპასუხო ზომების მიღებას აანონსებს ევროკავშირიც. ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს შემდეგ ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშ მოქცეული რეჟიმი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას სცნობს.
ახლა მთავარი კითხვაა, რას დაუპირისპირებს ოფიციალური თბილისი რუსეთის კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს.