„ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, ჟურნალისტ გიორგი ბერშტეინის წიგნის, „სიონიზმი დინების საწინააღმდეგოდ“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში მოთხრობილია გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან, საბჭოთა კავშირიდან ებრაელი სამხედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნება და ყურადღება გამახვილებულია ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. გამოცემაში მოთხრობილია ისეთი ფაქტები, რომელთა შესახებ ფართო საზოგადოებისთვის დღემდე არაფერია ცნობილი. ღონისძიებას ისრაელის დელეგაციის წევრები, მეცნიერები და პოლიტოლოგები დაესწრნენ. წიგნის ებრაული ვერსიის პრეზენტაცია ერთი წლის წინ იერუსალიმში გაიმართა. დაგეგმილია წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნაც.