სინოდის სხდომა

ორწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს პირველად შეიკრიბა.

სხდომა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხელმძღვანელობით ჩატარდა. განჩინება ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა როგორც მღვდელმთავრები განმარტავენ, დღის წესრიგში სამი საკითხი იყო. სხდომა რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, რის მიზეზად პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.