„სინედოკ თბილისი“ რეგიონულ კინოჩვენებებს იწყებს. „ჩვენ ვქმნით ემოციებს“ – ამ სლოგანით ტარდება წელს დოკუმენტური ფილმების ფესტივალი. ჩვენებები გორის კულტურისა და დასვენების პარკში დაიწყო. “ახალბაღის“ ღია კინოთეატრში, პოლონელი ქალი რეჟისორების ფილმები აჩვენეს. ფესტივალის ფარგლებში ასევე ნაჩვენები იქნება ქართველი, დანიელი, ფინელი და შვეიცარელი რეჟისორის დოკუმენტური ფილმები.