„სინედოკ თბილისი“ - დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი თბილისში
თბილისი, 3-დან 8 მაისის ჩათვლით, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „სინედოკ თბილისს“ უმასპინძლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნულ კინოცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კინოცენტრის წარმომადგენლებმა და ფესტივალის ორგანიზატორებმა მიიღეს.
„ჩაუღრმავდი რეალობას“ – ასეთია წლევანდელი კინოფესტივალის სლოგანი. წელს „სინედოკ თბილისის“ ფარგლებში, მაყურებელი 30 ქვეყნის 60 ფილმს იხილავს, სტუმარი ქვეყნის სექცია ამჯერად რუმინულ დოკუმენტურ კინოს დაეთმობა.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის.