თბილისის მერია სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
ქალაქის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ასევე, ტროტუარები, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ იყო. გარდა ამისა, მოეწყობა ორი საყრდენი კედელი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ტროტუარებზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი განათებები, მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეებიც.
სამუშაოები ნოემბრის თვეში უნდა დასრულდეს.