სიმფონიური მუსიკის კონცერტი

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს.

ჯანსუღ კახიძის სახელობით მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტისთვის ემზადებიან. სოლისტი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი ინო გურევიჩია. შესრულდება ბეთჰოვენის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და მეხუთე სიმფონია.

სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში 16 ნოემბერს გაიმართება. წლის ბოლომდე ცენტრში კიდევ არაერთი მუსიკალური საღამოა დაგეგმილი.