სიღნაღისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში რამდენიმე საჩივარი დაიწერა
ხმაური იყო სიღნაღისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქების ორ უბანზე. თუმცა, როგორც მე-11, ისე მე-13 ოლქებში კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
დარღვევების შესახებ ოლქებში რამდენიმე საჩივარია დაწერილი.
საგარეჯოს ოლქში 46 268 ამომრჩეველია რეგისტრირებული. დილიდან გახსნილია 50 საარჩევნო უბანი.
სიღნაღის ოლქში 29 უბანი ფუნქციონირებს და 29 948 ამომრჩეველია რეგისტრირებული.