ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო სტუდია „მოდინახე“, სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე, ახალი წარმოდგენით წარდგა. დასმა წარმოადგინა სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს“. რეჟისორებმა გიორგი ჭანტურიამ და ნუგზარ ბუცხრიკიძემ წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგეს.
სიღნაღის თეატრალური ფესტივალი კულტურის სამინისტროს ინიციატივით ყოველ წელს იმართება.