საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის მასწავლებლებს და მოსწავლეებს განათლების მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა.
მიმდინარე წლის 10-15 იანვარს ქალაქ ალმათიში გამართულ ოლიმპიადაში, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოდან თბილისის კომაროვის და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.