სიძულვილის ენა და დაძაბული წინასაარჩევნო გარემო პოლიტიკურ სპექტრში ისევ შეფასებების მთავარი თემაა. ბევრი ნეგატივი და შეურაცხყოფა უმრავლესობის აზრით, კამპანიის ნაწილად იქცა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აუცილებელია, ქვეყანაში სხვაგვარი პოლიტიკური კულტურა დამკვიდრდეს. რაც შეეხება ოპოზიციას, “ევროპული საქართველოში” მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნება”, ისევე როგორც მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ტოტალურ შტურმზეა გადასული.
სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მის შევიწროებასთან დაკავშირებით, გადაჭარბებულია.