მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პროვოკაციად განიხილავს ლაშა ბაქრაძის რეზონანსულ განცხადებასაც.
გუშინდელი პარტიული ღონისძიების დროს წარმოთქმული სიტყვების გამო „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ახსნა-განმარტებების გაკეთება დასჭირდა. პოლიტიკაში წასულმა ცნობილმა ისტორიკოსმა და ლიტერატურათმცოდნემ თანაგუნდელი ქალების წარდგენის დროს მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეურაცხმყოფელი ფრაზით მოიხსენია, რასაც სახელისუფლებო პარტიის ლიდერთა მწვავე რეაქციები მოჰყვა. გუშინდელი გამოსვლის გამო ბაქრაძის მიმართ კრიტიკა არც ოპოზიციის რიგებიდან დაიშურეს. მისივე გუნდის წევრებმა კი განცხადებაში პრობლემა ვერ დაინახეს და „ქართულ ოცნებას“ ორმაგ სტანდარტზე მიუთითეს. თავად ბაქრაძე ფიქრობს, რომ მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.