„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის გარშემო დაწყებული მწვავე პროტესტისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მოვლენების ძალადობრივი გზით შესაძლო განვითარების სცენარზე საუბარი სულ უფრო აქტუალური ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია გმობს სიძულვილის ენასა და ძალადობრივ ქმედებებს – ცალკეული პოლიტიკოსების მოწოდებები და ინციდენტები, პოლარიზებულ გარემოს კიდევ უფრო ძაბავს. უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ვითარების გამწვავებას ყველა გზით ცდილობს.